თავში

"ეს გახლავთ დანაშაული" - შალვა პაპუაშვილი

"ეს გახლავთ დანაშაული" - შალვა პაპუაშვილი
ეს გახლავთ დანაშაული - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლოს  გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ფაქტობრივ გარემოებებზე არავის აქვს კითხვის ნიშნები.

"ფაქტობრივ გარემოებებს, რაზეც იყო საუბარი, მგონი, არავინ არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. 17 მილიონი დოლარის თუ ლარის, ზუსტად არ მახსოვს, ამ თანხის გამოტანა მოხდა "თიბისი ბანკიდან" და შემდეგ ამ თანხის გადასესხება. ამ ფაქტთან დაკავშირებით არავის აქვს კითხვის ნიშანი. კითხვის ნიშანს ისინი სვამენ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ანუ იყო თუ არა ეს დანაშაული. დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ ეს გახლავთ დანაშაული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ავთანდილ წერეთელს ე.წ ფულის გათეთრების მუხლი თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა. მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო და თითოეულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system