თავში

ეს იქნება დეკლარირება, რომ მთავრობამ ვაქცინის შემოტანა ვერ შეძლო - ჩალაძე

ეს იქნება დეკლარირება, რომ მთავრობამ ვაქცინის
ეს იქნება დეკლარირება, რომ მთავრობამ  ვაქცინის შემოტანა ვერ შეძლო - ჩალაძე

"კოვაქსზე" მთავარი ფსონის დადება, მთავრობის ძირითადი სტრატეგიული შეცდომა იყო. ის არის ერთგვარი კათარზისი, ჩვენ კი კათარზისი მთავარ რესტორნად და მომწოდებლად ვაქციეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

ჩალაძის თქმით, ვაქცინის მიმართულებით ერთადერთი რაც ხელისუფლებამ გააკეთა, სამართლებრივი ბაზის მომზადება და საკანონმდებლო ცვლილებებია. 

"თუ კერძო კომპანიები მოახერხებენ ვაქცინის შემოტანას, ეს იქნება იმის დეკლარირება, რომ მთავრობამ ვერ შეძლო ვაქცინის შემოტანა. სად არის ვაქცინა?! ეს არ არის კითხვა, ეს არის მოთხოვნა. ჩვენი შეხვედრის მიზანიც ის არის, რომ საქართველოში უნდა იყოს ვაქცინა და ამ მოწოდებაზე, სად არის ვაქცინა?! უნდა გავცეთ პასუხი, სად შეეძლებათ ვაქცინის მიღება. ეს უნდა იყოს შეხვედრების, ურთიერთობების თუ ნებისმიერ ფორმის კავშირის შედეგი უნდა იყოს, რომ ვაქცინა არის თბილისში.

"კოვაქსზე" მთავარი ფსონის დადება იყო ძირითადი სტრატეგიული შეცდომა, რაც დაუშვა მთავრობამ. ეს იყო ამირან გამყრელიძის მიერ მიწოდებული სტატუსი და ეს იყო მისი სტრატეგია, რომ "კოვაქსიდან" მინიმუმ მივიღებდით ვაქცინას. "კოვაქსი" არის, გარანტირებული მშვიდი ნავსაყუდელი, ოღონდ არა ხვალ და ზეგ, არამედ ოდესღაც. სულ რომ მშიერი არ დარჩე, ეს "კოვაქსი" რაღაცას მოგცემს. ჩავთვალოთ, რომ ის არის კათარზისი. ჩვენ კათარზისი ვაქციეთ მთავარ რესტორნად და კათარზისი ვაქციეთ მთავარ მომწოდებლად და ამაში დავუშვით შეცდომა.

უნდა გვეთნამშრომლა "კოვაქსთანაც" უნდა გვეთანამშრომლა პირდაპირ მწარმოებლებთანაც და პლუს სამთავრობო, დიპლომატიური არხებით უნდა გვეთანამშრომლა, როგორც პარტნიორ, ასევე მეგობარ ქვეყნებთანაც, რათა ის ზედმეტი დოზები, რომელიც უდევთ საცავებში გამოგვეყენებინა. ერთადერთი რაც გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან, სამართლებრივი ბაზა მოგვარებულია და მართლა რაც გააკეთეს ეს არის საკანონმდებლო ცვლილება. თუ კი ვინმეს ვაქცინის გამო გართულება ექნება, ქვეყანა ზარალის ანაზღაურების მექანიზმს აამოქმედებს", - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system