თავში

ეს იქნება მრავალპარტიული პარლამენტი - არჩილ თალაკვაძე - VIDEO

ეს იქნება მრავალპარტიული პარლამენტი - არჩილ თალაკვაძე
ეს იქნება მრავალპარტიული პარლამენტი - არჩილ თალაკვაძე - VIDEO

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და ეუთო/ოდირის დელეგაციას, მის ხელმძღვანელ ჯილიან სტირკს შორის საინტერესო შეხვედრა შედგა.

მისივე ინფორმაციით, დელეგაცციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს ეუთო/ოდირის ძირითადი დასკვნა, რომ არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები.

„მათ მადლობა გადავუხადეთ, რათა გლობალური პანდემიის პირობებში ჩამოვიდნენ საქართველოში, დააკვირდნენ ჩვენს საპარლამენტო არჩევნებს. მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს ეუთო/ოდირის ძირითადი დასკვნა, რომ არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული, ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. რეალურად შედეგებშიც ჩანს, რომ პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენ არსებითად პროპორციული სისტემით ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგადაც, პოლიტიკუტმა პარტიებმა დამოუკიდებლად შეძლეს ბარიერის გადალახვა და შესვლა პარლამენტში. ეს იქნება მრავალპარტიული პარლამენტი და რასაკვირველია, არჩევნები ემსახურება საქართველოს დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ ამისთვის გავატარეთ ფუნდამენტური, დემოკრატიული რეფორმები ამ წლებში და ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს შედეგი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ჩვენი ქვეყნის შემდგომი წარმატებისთვის“, – განაცხად არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში"ეუთო-ოდირის წარმომადგენლებთან "ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრა გაიმართა. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

"ქართული ოცნების" ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. მათი თქმით, ვრცლად საუბარს შეხვედრის დასრულების შემდეგ შეძლებენ.

მმართველ გუნდს შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მარიამ ქვრივიშვილი, კახა კუჭავა და ირაკლი კობახიძე წარმოადგენდნენ.

შეხვედრა პროტესტის ფონზე წარიმართა. შენობის წინ მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ამ ფორმით ცდილობენ საერთაშორისო საზოგადოებას აცნობონ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დარღვევებითა და გაყალბებებით ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system