თავში

ეს იყო ჩვენი შეცდომა, მათ შორის - ჩემი - ირაკლი კობახიძე 20 ივნისზე

ეს იყო ჩვენი შეცდომა, მათ შორის - ჩემი - ირაკლი კობახიძე 20 ივნისზე
ეს იყო ჩვენი შეცდომა, მათ შორის - ჩემი - ირაკლი კობახიძე 20 ივნისზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე, პასუხისმგებლობა სამ სხვადასხვა მხარეს ნაწილდება, მათ შორის, კობახიძის შეფასებით, შეცდომა თავადაც დაუშვა. 

„შეგვიძლია, ეს პასუხისმგებლობა სამ ნაწილად დავყოთ. პირველია სხდომათა დარბაზში ჩატარებას რაც მოჰყვა, ერთი-მეორე პროვოკაცია, ჯერ გავრილოვისა და შემდეგ - ოპოზიციის. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი შეცდომა, მათ შორის - ჩემი შეცდომა და ამაზე ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მეორე - იყო პარლამენტზე შტურმისა და შეჭრის მცდელობა, რაც იყო მთავარი დანაშაული, რაც იყო ჩადენილი იმ ღამეს. ეს არის ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა, ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სამართლებრივზე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა ისაუბრონ. რაც შეეხება ხარვეზებს, რაც დაშლის პროცესში იყო, ეს იყო იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმეს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system