თავში

ეს იყო ფაქტებზე დაფუძნებული გამოძიების დაწყება - კუჭავა

ეს იყო ფაქტებზე დაფუძნებული გამოძიების დაწყება - კუჭავა
ეს იყო ფაქტებზე დაფუძნებული გამოძიების დაწყება - კუჭავა

ეს არ იყო განცხადება, ეს იყო ფაქტებზე დაფუძნებული გამოძიების დაწყება, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ სუს-ის მიერ აუდიომასალები გამოქვეყნება, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე წარმოებულ გამოძიებას ეხებოდა.

კუჭავას თქმით, არის თუ არა ჩანაწერებში დანაშაულის შემცველი ნიშნები, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„მე მგონი, ერთ ადამიანზე არ იყო საუბარი, ერთი ადამიანის ჩანაწერი იყო, რაც უბრალოდ გამოაქვეყნეს, თუმცა მე წინასწარ არ გავუსწრებ მოვლენებს, გამოძიებას ვგულისხმობ, არც არასდროს გამიკეთებია ეს, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ამის მერე გავაკეთოთ შეფასებები. ფაქტი ერთია, ეს არ იყო განცხადება, ეს იყო ფაქტებზე დაფუძნებული გამოძიების დაწყების მსვლელობა. არ ვაკეთებ შეფასებას ერთი განცხადებით და კადრების ნახვით, არის თუ არა დანაშაულის შემცველი ნიშნები, ამაზე უნდა ისაუბროს გამოძიებამ და ზუსტად გამოძიებამ უნდა აჩვენოს ყველას ყველა ფაქტი და ყველა მტკიცებულება, თუ არსებობს. გამოძიება როცა დასრულდება, ის აჩვენებს, საბოლოო ჯამში, თუ ვინ არის დამნაშავე და არის თუ არა დანაშაულის შემცველი ნიშნები, სასამართლო გადაწყვეტს“, - განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, სუს-მა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში გაასაჯაროვა აუდიო მტკიცებულების ნაწილი, რომელიც, მათი ინფორმაციით, მოპოვებულია სასამართლო განჩინების საფუძველზე.უწყების ინფორმაციით, საუბარი მიმდინარეობს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ჩანაწერი 2-საათიანია და დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს.სუს-ის ინფორმაციით, ჩანაწერში ბ. წერედიანი, ა. მილორავა და დაუდგენელი პირები ფიგურირებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system