თავში

ეს იყო გვარამიას ნაჯღაბნი სისულელე - კახა კალაძე

ეს იყო გვარამიას ნაჯღაბნი სისულელე - კახა კალაძე
ეს იყო გვარამიას ნაჯღაბნი სისულელე - კახა კალაძე

ეს არ არის კვლევა, ეს იყო გვარამიას ნაჯღაბნი სისულელე, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბოლო დღეებში ტელეკომპანიების დაკვეთით მომზადებული რამდენიმე კვლევა.

კახა კალაძე ამბობს, რომ აღნიშნული კვლევები ნდობას არ იწვევს. 

„ერთადერთი პოზიტივი ჰქონდა ამ კვლევებს, დავით ბაქრაძე გამოაგორეს, მეტი არაფერი. ეს არ არის კვლევა, ეს იყო გვარამიას ნაჯღაბნი სისულელე და ნათელაშვილმა უთხრა, ეს არის შენი მოგონილი სისულელეებიო, ეს იყო ძალიან მარტივი, შიდა სამზარეულო ხომ იციან“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 26 სექტემბერს, "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა და თბილისის მერობის კანდიდატმა მიხეილ ქუმსიშვილმა IPSOS-გლობალის კვლევების სიზუსტესა და დათვლის მეთოდოლოგიაში ეჭვი შეიტანა. 

ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმაც და ნიკა გვარამიას მიმართა.  ნათელაშვილის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილი გააყლბებს არჩევნებს, სააკაშვილი თუ ორივე ერთად.

ნათელაშვილის პოსტს თავის მხრივ გამოეხმაურა ნიკა გვარამია და "ლეიბორისტების" ლიდერის სტატუსს სამარცხვინო უწოდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system