თავში

"ეს იყო ქვეყანა, რომელიც ახალ ქალაქებს აშენებდა" - მიხეილ სააკაშვილი

"ეს იყო ქვეყანა, რომელიც ახალ ქალაქებს აშენებდა" - მიხეილ სააკაშვილი
ეს იყო ქვეყანა, რომელიც ახალ ქალაქებს აშენებდა - მიხეილ სააკაშვილი

ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სიტყვით მიმართავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას რომ დაცლოდა, ლაზიკა უკვე აშენებული იქნებოდა და ის დღეს შავი ზღვის ყველაზე ბრწყინვალე პორტი იქნებოდა.

„ეს იყო ქვეყანა, რომელიც ახალ ქალაქებს აშენებდა. რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული, რომ დამცლოდა, ლაზიკა უკვე აშენებული იქნებოდა და შავი ზღვის ყველაზე ბრწყინვალე პორტი იქნებოდა. ქუთაისი პრაქტიკულად ახალ ქალაქად იქცა. ჩემი კონცეფცია იყო ის, რომ რეგიონები უნდა განვითარებულიყო. ქუთაისელები უნდა ამაყობდნენ იმით, რომ ძალიან მაგარ ქალაქში ცხოვრობენ და არა ჩამორჩენილ ადგილზე, რომელიც პრაქტიკულად, სოფლად აქციეს. პარლამენტში ძროხები ძოვენ. იმიტომ გადავიტანეთ იქ პარლამენტი, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლო გადავიტანეთ, ლაზიკაში უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავარი ფინანსური ცენტრი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system