თავში

ეს იყო უმძიმესი, ყველაზე ბოროტი, ყველაზე სისხლიანი 9 წელი - კალაძე

ეს იყო უმძიმესი, ყველაზე ბოროტი, ყველაზე სისხლიანი 9 წელი - კალაძე
ეს იყო უმძიმესი, ყველაზე ბოროტი, ყველაზე სისხლიანი 9 წელი - კალაძე

“ნაციონალურ მოძრაობის“ მმართველობის 9-წლიანი პერიოდი უახლოეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ყველაზე ბოროტი და ყველაზე სისხლიანი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

კალაძის თქმით, პირველ რიგში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა გააანალიზოს საკუთარი მმართველობის წლები.

"პირველ რიგში, ვფიქრობ, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს გასაანალიზებელი თავიანთი მმართველობის 9-წლიანი პერიოდი, თუ რამხელა ტრაგედია იყო ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს იყო უმძიმესი 9-წლიანი პერიოდი, რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ყველაზე ბოროტი, ყველაზე სისხლიანი. რაც შეიძლება რომ ადამიანმა გაიფიქროს, ყველაფერი იკადრეს და გაუკეთეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის უმძიმესი 9-წლიანი მმართველობის პერიოდი", - განაცხადა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system