თავში

ეს "ქართული ოცნებისთვის" კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენს - გია ხუხაშვილი

ეს "ქართული ოცნებისთვის" კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენს - გია ხუხაშვილი
ეს ქართული ოცნებისთვის კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენს - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ხუხაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება. 

"ივანიშვილის განცხადება ერთადერთი პოლიტიკური ლოგიკით შეიძლება ავხსნათ.

მისი ამოცანა იყო ადმინისტრაციული რესურსის მონოლითურობის შენარჩუნება.

მოგეხსენებათ, მიმდინარეობს საჯარო სექტორის რღვევა-გადადინება გახარიასთან, რადგან ამ სეგმენტზე ღარიბაშვილ-კობახიძის ტანდემის ავტორიტეტი, რბილად რომ ვთქვათ, ახლოს ვერ მიდის გახარიასთან.

თუ მოვლენები ასე გაგრძელდა, ეს "ქართული ოცნებისთვის" კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენს.

ამიტომ ბიძინამ გადაწყვიტა ერთის მხრივ შეაჩეროს საჯარო სექტორის გადინება და მეორეს მხრივ ყველა შესაბამის ჯგუფში გასცა დირექტივა გახარიას მიმართ ყველა დასაშვები და დაუშვებელი მეთოდის გამოყენებაზე", - წერს გია ხუხაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system