თავში

ეს ,,ქართული ოცნებისთვის" პირდაპირი დირექტივაა - ნიკა მელია გავრილოვის განცხადებაზე

ეს ,,ქართული ოცნებისთვის" პირდაპირი დირექტივაა - ნიკა მელია გავრილოვის განცხადებაზე
ეს ,,ქართული ოცნებისთვის პირდაპირი დირექტივაა - ნიკა მელია გავრილოვის განცხადებაზე

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, თავისი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს და ის 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას, სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას.

როგორც მელიამ ბრიფინგზე აღნიშნა, გავრილოვი მხარს უჭერს ,,ქართულ ოცნებას" და მისი განცხადება, მმართველი პარტიისთვის რეპრესიების გასაგრძელებლად პირდაპირი დირექტივაა.

„რუსეთის დუმის დეპუტატის, ოკუპანტი სახელმწიფოს გამორჩეულად აგრესიული წარმომადგენლის, სერგეი გავრილოვის განცხადება გავრცელდა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას, სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს. ეს „ქართული ოცნებისთვის“, რეპრესიების გასაგრძელებად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის მონაწილეთა წინააღმდეგ და მათ დასასჯელად, პირდაპირი დირექტივაა. ბევრი სალაპარაკო აქ არაფერი დარჩა, წილი ნაყარია, ხაზები გავლებულია, ყველაფერი ნათელია. ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი, მეორე მხარეს დგას შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა თავის თავს უნდა ჰკითხოს, რომელზეც პასუხის გაცემა მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ, რომელ მხარეს დგანან, დგანან გავრილოვების მხარეს თუ დგანან ანწუხელიძეების, მერაბ კოსტავების, ჟიული შარტავების, ზვიად გამსახურდიებისა და ეროვნული ღირსების მხარეს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, როგორც გავრილოვმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, საქართველოში მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, ამბოხებები, რეპრესიები და დიქტატურა.

,,ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციის და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია, მაქსიმალურად გაართულონ და გაწყვიტონ საქართველოს ურთიერთობა ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. სიცრუე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ, შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“, - განაცხადა გავრილოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system