თავში

ეს ქვეყანა ვერ გაუძლებს კორუფციასა და ნეპოტიზმს, რომელშიც დღეს აღმოჩნდა - ხაზარაძე

ეს ქვეყანა ვერ გაუძლებს კორუფციასა და ნეპოტიზმს, რომელშიც დღეს აღმოჩნდა - ხაზარაძე
ეს ქვეყანა ვერ გაუძლებს კორუფციასა და ნეპოტიზმს, რომელშიც დღეს აღმოჩნდა  - ხაზარაძე

„ეს ქვეყანა ვერ გაუძლებს კორუფციასა და ნეპოტიზმს, რომელშიც დღეს აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ლელო-საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, საქართველოს სჭირდება ახალი ენერგია, ჟანგბადი.

,,ჟანგბადისთვის და ენერგიისთვის კი საჭიროა ის არჩევნები, რომელიც გამოხატავს მთელი ქვეყნის ნებას. ჩვენ უნდა ვნახოთ საერთო წერტილი და საერთო მიზანი ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. როცა ქვეყანაში არის ომი პანდემიის სახით, გონიერი ხელისუფლება აკეთებს ყველა ძალის მობილიზებას და კონსოლიდაციას. 

მათ შორის იმ ოპოზიციური ძალებისა, რომელიც მას აკრიტიკებს. ხვალ, რომ ომი დაიწყოს, ჩვენ ხომ ყველა ერთად დავდგებით და ყველა ერთმანეთს ხელს გავუწვდით!? - ვიტყვით, მტერი შემოგვესია და მოდით ერთად ვებრძოლოთ მას... დღეს გარე მტერიც შემოსეული გვყავს, ქვეყანა ოკუპირებულია და ერთად არ ვდგავართ; პანდემია გვიტევს და ერთად არ ვდგავართ... ერთად დგომა, ეს არის აზრებისა და პროგრამების გაზიარება. ჯერ კიდევ მარტში შევთავაზეთ ქართული ოცნების მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა. მაგრამ მათი პოზიციაა - „მარტო მე ვიცი , შენ ოპოზიცია ხარ, ანუ შენ ხარ ჩემი მტერი“ არასწორია.

უზარმაზარი ინტელექტუალური ძალა დგას მეორე მხარეს, რომლის პოლარიზება მოახდინა ამ მთავრობამ. როცა პოლიტიკაში ხარ უნდა ილაპარაკო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ სიტუაციაში, ორი დაპირისპირებული მხარიდან უნდა გამოჩნდენ ადამიანები და თქვან - ომია ქვეყანაში, გვიტევს მტერი, ჯობია გავჩერდეთ და მათ ერთად შევებრძოლოთ. ვიფიქროთ, როგორ გადავარჩინოთ ხალხი.

დღეს გაჯიუტებული “ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ გვჭირდება ახალი არჩევნები, მსჯელობა და ახალ გეგმაზე შეთანხმება. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. მე ვარ შედეგზე ორიენტირებული ადამიანი და მე მინდა ეს ქვეყანა იყოს წარმატებული!" - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system