თავში

"ეს კიდევ ერთი დიდი სკანდალი იქნება" - ელენე ხოშტარია

"ეს კიდევ ერთი დიდი სკანდალი იქნება" - ელენე ხოშტარია
ეს კიდევ ერთი დიდი სკანდალი იქნება - ელენე ხოშტარია

ვროპარლამენტარი ანა ფოტიგა პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა. 

როგორც ხოშტარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ფოტიგას მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალებას არ მისცემენ, ეს ქვეყნისთვის მორიგი სკანდალი იქნება.

"სააკაშვილის უფლებები წარმოუდგენლად ითელება. არ ვიცი ამ დრომდე, შეძლებს თუ არა ანა ფოტიგა მასთან შესვლას. თავისთავად მისი ვერ შესვლა იქნება კიდევ ერთი დიდი სკანდალი და დარტყმა. მნიშვნელოვანია, რომ ანა ფოტიგაც და ჩვენი პარტნიორებიც ხედავენ, რომ მოქალაქეები, აქტივისტები და პოლიტიკოსები ვიბრძვით და არ ვეგუებით. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ჩვენს ნაცვლად ააშენებს დემოკრატიას საქართველოში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, პოლონელი ევროპარლამენტარი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, ფოტიგა გლდანის ციხის საავადმყოფოში მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-10 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system