თავში

"ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ წყობიდან არიან გამოსულები" - მელია კალაძეზე

"ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ წყობიდან არიან გამოსულები" - მელია კალაძეზე
ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ წყობიდან არიან გამოსულები - მელია კალაძეზე

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, შეიძლება მილანშიც იცხოვრო რამდენიმე წელი, სხვა ევროპულ ქალაქებშიც, მაგრამ მაინც ის დარჩე რაც ხარ", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია კახა კალაძის მიერ, დღეს სტადიონზე გადაღებულ ვიდეოს. 

"რატომ ჰქონდა ვინმეს მოლოდინი, რომ მე ვეჯიბრები კალაძეს აკენწვლაში. კი ბატონო, თუ დამიწუნა სპორტული კლასი,  ჩემთვის ეს არის უმნიშვნელო, ჩემთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური კლასი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე დავინახე ეს ადამიანი ძალიან პატარა. არ ვიცი რატომ გააკეთა, ვირტუოზულ აკენწვლას ჩემგან ვინ ელოდებოდა. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ წყობიდან არიან გამოსულები", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, ოპონენტს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს და ოპოზიციური პარტიის თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას საფეხბურთო კლასი დაუწუნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system