თავში

ეს კიდევ ერთი მცდელობაა, მოსახლეობაში არეულობის შემოტანის - ტიკარაძე სააკაშვილზე

ეს კიდევ ერთი მცდელობაა, მოსახლეობაში
ეს კიდევ ერთი მცდელობაა, მოსახლეობაში არეულობის შემოტანის - ტიკარაძე სააკაშვილზე


ეს არის სრული სიცრუე. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ შემოიტანოს არეულობა და გაუგებრობა ჩვენს მოსახლეობაში, - ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. 

ტიკარაძის თქმით, ვაქცინის შემოტანის საკითხთან დაკავშირებით მთავრობა მუშაობს და დათქმულ თარიღებში შეპირებული ვაქცინა ქვეყანაში იქნება. 

"საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად მოქმედებს. მალტის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავად არ გააჩნია საკუთარი მოქალაქეებისთვის ვაქცინის საკმარისი რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან მათ მიმართ ნებისმიერი მიმართვა ვერ დაკმაყოფილდებოდა. საქართველოს მთავრობა ამასთან დაკავშირებით მუშაობს და დათქმულ თარიღებში აუცილებლად გვექნება ის შეპირებული ვაქცინა, რომელსაც ვაანონსებთ", - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა - მალტა, აპირებს ღარიბ ქვეყნებს კორონავირუსის ვაქცინა გადასცეს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ამ შესაძლებლობით სასწრაფოდ უნდა ისარგებლოს და მალტის ხელისუფლებას მიმართოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system