თავში

ეს კინო ნანახი გვაქვს - ხაზარაძე რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გეგმას არ ეთანხმება

ეს კინო ნანახი გვაქვს - ხაზარაძე რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გეგმას არ ეთანხმება
ეს კინო ნანახი გვაქვს - ხაზარაძე რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გეგმას არ ეთანხმება

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე  რუსთაველის გადაკეტვის გეგმას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ულტიმატუმებით საუბარი სწორი არ არის. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„რუსთაველის გადაკეტვა ჩემთვის ახალია - ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ბუნებრივია, აქტივისტებს აქვთ თავიანთი პოზიცია და ასე გამოხატავენ მას. მე კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ საქმიანობას, „ლელოს“ სახელით, რომელმაც შეიძლება, პარალიზება გაუკეთოს ჩვენს ქვეყანას. ერთი არის პრობლემა, მაგრამ მას მეორე არ უნდა დავუმატოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. საერთოდ, ულტიმატუმებით საუბარი არ არის სწორი. მე პატივს ვცემ ამ ახალგაზრდებს, საკუთარ პროტესტს გამოხატავენ და მაქსიმალისტები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ვნახეთ 30 წლის განმავლობაში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ ხელისუფლებას სამ მოთხოვნას უყენებს და ამ  მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ორკვირიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავს. ორგანიზაციის მოთხოვნებია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცესკო-ს რეფორმირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system