თავში

ეს კვების საფასურია, პარტია იხდის - კალაძე

ეს კვების საფასურია, პარტია იხდის - კალაძე
ეს კვების საფასურია, პარტია იხდის - კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე ადასტურებს, რომ ქართული ოცნების 27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილე პირებმა თანხა აიღეს. როგორც დედაქალაქის მოქმედი მერი განმარტავს, ეს კვების საფასურია.

"რა თქმა უნდა. ეს არის კვების ფული. ყველაფერი ოფიციალურად ხდება, არაფერი დამალული არ არის. თქვენ მიზანმიმართულად ამბობთ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს არ აქვს აქციაზე მოსვლის უფლება - მათაც აქვთ უფლება. შეგიძლიათ მობრძანდეთ, შეგიძლიათ, მობილიზებაც გააკეთოთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ შვებულებები.

როცა ადამიანი მოგვყავს, უზრუნველვყოფთ კვების საფასურს, ამას პარტია აკეთებს. ეგ ოფიციალური ხარჯებია და ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ. იმაზე ნაკლები ჯდება, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას დაუჯდა აქციის ჩატარება". - თქვა კახა კალაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system