თავში

ეს მარტივი არ იქნება - ანა ნაცვლიშვილი

ეს მარტივი არ იქნება - ანა ნაცვლიშვილი
ეს მარტივი არ იქნება - ანა ნაცვლიშვილი

"შეთანხმების კიდევ ერთი პუნქტი განხორციელდა დღეს! ნიკა მელია თავისუფალია!", - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, უნდა გაგრძელდეს შეთანხმების სხხვა პუნქტების განხორციელება, რაც მარტივი არ იქნება.

"ასე უნდა გაგრძელდეს სხვა პუნქტების განხორციელება. ეს მარტივი არ იქნება - მაგრამ ვინც მარტივ გამოსავლებს და ჯადოსნურ ჯოხს ელის, რომელსაც ვიღაც აიქნევს და კარგ ქვეყანაში გაგვაღვიძებს - ჯადოსნური ჯოხები არ არსებობს. არსებობს მძიმე და შრომატევადი ყოველდღიური ბრძოლა!

მიშელის შეთანხმების შესრულების და ვადამდელი სამართლიანი არჩევნების მიღწევის პარალელურად, უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია აქ და ახლა, რომელზე რეაგირება არ ითმენს - ადამიანები ელოდებიან, როდის მოვიცლით მათთვის, და იმ უამრავი პრობლემისთვის, რომელიც მათ ყოველდღიურობას უმძიმეს ტვირთად აწევს!ეს არის ახლა უმნიშვნელოვანესი - პოლიტიკა ადამიანებისთვის და არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის. ბრძოლის ახალი ეტაპია ეს და ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მოვიგოთ", - წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system