თავში

ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და უკუსვლაა საქართველოსთვის - აპატურაი

ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და უკუსვლაა საქართველოსთვის - აპატურაი
ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და უკუსვლაა საქართველოსთვის - აპატურაი

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი მიმდინარე კვირაში საქართველოში მომხდარ ძალადობის ფაქტებს გმობს. 

მისივე განცხადებით, აღნიშნული მოვლენები იმედგაცრუებას იწვევს და უკუსვლაა საქართველოსთვის.

"კატეგორიულად ვგმობ ამ კვირაში მომხდარ ძალადობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება NATO-ს ნორმებსა და ღირებულებებს, მათ შორის, შეკრების თავისუფლებას, უმცირესობათა უფლებებსა და მედიის პატივისცემას. მრავალი წელია ვმუშაობ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისი მისწრაფებების მხარდასაჭერად. ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და ეს უკუსვლაა საქართველოსთვის", - განაცხადა აპატურაიმ.- აცხადებს ჯეიმს აპატურაი "რადიო თავისუფლებასთან".

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი მედიის 53 წარმომადგენელი გახდა.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს გუშინ, 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system