თავში

"ეს პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდება" - რომან გოცირიძე

"ეს პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდება" - რომან გოცირიძე
ეს პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდება - რომან გოცირიძე

"მიუხედავად კრიტიკისა, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ სალომე ზურაბიშვილი ხვდება ცალკეული პარტიისა თუ საზოგადოების წარმომადგენლებს, მოგვწონს თუ არა ისინი ან გვეცინება თუ არა ზოგიერთზე", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე წერს. 

მისი თქმით, კონსულტაციების დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილს სამოქმედო გეგმის გამოცხადება მოუწევს.

"ეს პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდება. კონსულტაციები მალე მორჩება და ამის შემდეგ ქალბატონ სალომეს მოუწევს თავისი სამოქმედო გეგმის გამოცხადება, რომელსაც უნდა მოჰყვეს პირველი შედეგები. ეს უნდა იყოს მიმდინარე საქმეებზე პოლიტიკური სასამართლო პროცესების შეწყვეტა (სამართლებლივი გზა უნდა გამოიძებნოს) და მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება.

დიდ ილუზიაში ჩავვარდებით, თუ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით დავიჯერებთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა შეიძლება ეროვნული თანხმობის კუთხით. ეს შესაძლებელია მხოლოდ მომავალი არჩევნების შემდეგ, მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. იქ გამოჩნდება, რას უპირებს ახალი ხელისუფლება ოპოზიციაში დაეჩენილ “ქართულ ოცნებას” და ხელისუფლების ცვლის რევანშისტული მოდელი შეიცვლება თუ არა სხვა მოდელით. ეს არაა ადვილი საქმე, რადგან არსებობენ კონკრეტული დამნაშავეები კონკრეტულ საქმეებზე. მთავარი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ დევნის მოტივი( მათ შორის დამნაშავის) არ უნდა იყოს პოლიტიკური და მტყუან-მართალი უნდა განსაჯოს დამოუკიდებელმა სასამართლომ", - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system