თავში

"ეს შედეგი შეიძლება სამოქალაქო კლინიკაშიც დამდგარიყო" - ბექა დავითულიანი

"ეს შედეგი შეიძლება სამოქალაქო კლინიკაშიც დამდგარიყო" - ბექა დავითულიანი
ეს შედეგი შეიძლება სამოქალაქო კლინიკაშიც დამდგარიყო - ბექა დავითულიანი

პენიტენციური სისტემა ვალდებულია, სტანდარტით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გაატაროს, რათა პატიმრის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს, -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა პენიტენციურთან ერთად, თავად პატიმარსაც ეკისრება. 

ამასთან, დავითულიანის განცხადებით, შიმშილობა რომ გაეგრძელებინა, სააკაშვილის მდგომარეობა სამოქალაქო კლინიკაშიც დამძიმდებოდა.

"პასუხისმგებლობა არის ორი მიმართულებით, ერთია პენიტენციური სისტემა, რომელიც პატიმრის ჯანმრთელობაზე აგებს პასუხს, მეორეა თავად პატიმარი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს და თავის თავს რისკის ქვეშ აყენებს.

პატიმარმა სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და სხვა გამოსავალი ვიპოვოთ. როდესაც ადამიანს გონება აქვს დაკარგული, პენიტენციურ სამსახურს აქვს ვალდებულება მისი ნებართვის გარეშე იზრუნოს პატიმარზე. ეჭვქვეშ იმას კი არ ვაყენებდით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება დამძიმებულიყო, ეჭვქვეშ ვაყენებდით იმას, რომ სამოქალაქო კლინიკას უფრო მეტი გამოცდილება აქვს მოშიმშილე პატიმრის მართვის, ვიდრე პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებას. შიმშილობა რომ გაეგრძელებინა, ეს შედეგი შეიძლება სამოქალაქო კლინიკაშიც დამდგარიყო, ამიტომ, უნდა ვუმკურნალოთ", – განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, დაახლოებით ერთი საათის წინ, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა, უწყების ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 49-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system