თავში

ეს შენობა ცხრა ბალიან მიწისძვრას უძლებს - რომან გოცირიძე

ეს შენობა ცხრა ბალიან მიწისძვრას უძლებს - რომან გოცირიძე
ეს შენობა ცხრა ბალიან მიწისძვრას უძლებს - რომან გოცირიძე

"სულ მალე, ერთ საათში ჩვენ გავიგებთ "ქართული ოცნება" აპირებს შედარებით მშვიდი ნაბიჯით სვლას პოლიტიკური სამყაროსკენ, თუ ძალიან სწრაფად დაენარცხება პოლიტიკურ სამარეში, აი ამ არჩევანის გაკეთება უწევს მას" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისივე განცხადებით, მოსამართლეს დღეს დავალების შესაბამისად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. 

"დღეს მოსამართლემ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ის გადაწყვეტილება, რასაც დაავალებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მაგრამ გაზვიადებული იქნება იმაზე საუბარი, რომ გადაწყვეტილებას იღებს "ქართული ოცნება", გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რასაც უკარნახებს ბიძინა ივანიშვილი. ამ მასშტაბის პოლიტიკური ფიგურის, ამ მასშტაბის პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაპატიმრების ერთადერთი გადაწყვეტილების მიმღები არის ბიძინა ივანიშვილი, პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება მას მთელი თავისი ფინანსებით, თუ სხვა იმ აქტიბებით, რაც მას გააჩნია.

დაცვას რაც შეეხება, ერთ-ერთი პირველი ვთქვი სიმბოლურად და ეს სიმბოლური ნათქვამი არის ის რომ აი ეს შენობა, ეს ოფისი მყარად ნაშენებია და ცხრა ბალიან მიწისძვრას უძლებს-მეთქი, გაუძლებს ყველანაირ მიწისძვრას ოპოზიცია, გაუძლებს ყველანაირ უსამართლობას და შეტევას მაგას ვნახავთ ძალიან მალე",- განაცხადა რომან გოცირიძენ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system