თავში

"ეს სრულიად არანორმალურია" - გიული ალასანია

"ეს სრულიად არანორმალურია" - გიული ალასანია
ეს სრულიად არანორმალურია - გიული ალასანია

"ძალიან გამიკვირდა ის, რომ ადამიანს შეუზღუდეს საკუთარ ადვოკატებთან შეხვედრა. ეს სრულიად არანორმალურია. ამის გამო პასუხად უარი თქვა რეანომობილზე და სამედიცინო დახმარებაზე", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში, შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

"გვქონდა კომუნიკაცია, მაგრამ ფანჯარა გვყოფს, უშუალო ურთიერთობა არ გვაქვს. არ შეიძლება ასეთი ურთიერთობა რომ ჰქონდეს ადვოკატებთან. ეს არ შეიძლება, ადვოკატებთან საუბარი უნდა იყოს კონფიდენციალური და ეს როგორ უნდა მოხერხდეს", - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილი დასუსტებულია, თუმცა მხნედაა.

"წინა შეხვედრასთან შედარებით დასუსტებულია, თუმცა მხნედ და იმედიანად არის".

ცნობისთვის, პროტესტის გამო, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უარს ამბობს შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობასა და შემოწმებებზე.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 27 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system