თავში

"ეს წერილი კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი პარტნიორობა მაღალ დონეზეა" - ზალკალიანი

"ეს წერილი კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი პარტნიორობა მაღალ დონეზეა" - ზალკალიანი
ეს წერილი კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი პარტნიორობა მაღალ დონეზეა - ზალკალიანი

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელწმიფო მდივნის ენტონი ბლინკენის წერილი არის კიდევ ერთი დასტური ორი ქვეყნის შეუქცევადი პარტნიორობის.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა, სტრატეგიული თანამშრომლობა თვისობრივად მაღალ დონეზეა და ის მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. 

"ამის ნათელი დასტურია ის, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე სხვა დასავლელი პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ იმ თანამშრომლობას, რომელიც ჩვენ გვქონდა ავღანეთში გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე 2500-ზე მეტ სამოქალაქო პირს აღმოვუჩინეთ დახმარება. ამდენივე რაოდენობის სამხედრო მოსამსახურე და ასევე შესაბამისი სამხედრო ტექნიკა იყო გაყვანილი საქართველოს ტერიტორიის გავლით და ჩვენ მივიღეთ არაერთი მხარდამჭერი და ასევე მადლიერების გამომხატველი წერილი ჩვენი სხვადასხვა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system