თავში

ეშინიათ, რადგან იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა - კობახიძე ოპოზიციაზე

ეშინიათ, რადგან იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა - კობახიძე ოპოზიციაზე
ეშინიათ, რადგან იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა - კობახიძე ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა ,,ქართული ოცნების" შეთავაზებაზე, რომ ხმები გადათვლილიყო, უარი იმის გამო თქვეს, რომ მათ ეშინიათ. 

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, თუ ოპოზიცია ხმების გადამოწმების შემდეგ მცირე გადახრას მაინც აღმოაჩენს, მმართველი გუნდი მზად არის რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.

,,ჩვენ რაც შევთავაზეთ ოპოზიციას, ყველაფერი არის საჯარო. ჩვენ შევთავაზეთ მათ შედეგების გადათვლა, გადამოწმება და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ამ ყველაფერს, მათ შორის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. თუ ისინი აღმოაჩენენ თუნდაც მიზერულ გადახრას, ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები. თუმცა, მათ აქვთ ძალიან მოკრძალებული პოზიცია ამ წინადადებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეშინიათ. ეშინიათ იმის გამო, რომ რეალურად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა საქართველოში. ისინი ვერ აღმოაჩენენ ვერც 1-პროცენტიან და ვერც 0,1-პროცენტიან გადახრას ,,ქართული ოცნების" სასარგებლოდ. არჩევნების გაყალბება იყო მათი პრაქტიკა და ეს პრაქტიკა 2012 წლიდან აღიკვეთა საქართველოში", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია  მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტს უცხადებს. 

ოპოზიციის წარმომადგენლები განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system