თავში

,,ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

,,ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება
,,ოცნების ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

დღეს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილვის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება. 

 „ქართული ოცნების“ ოფისში სხდომა 10:00 საათზე დაიწყება. უმრავლესობის შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორია.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი გუშინ პარლამენტმა ჩააგდო. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დღეს გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system