თავში

ხუნდაძე მდინარაძის განცხადებაზე: თუ შედეგი ვერ დადგება, ჩვენ ამ პროცესს განვაგრძობთ

ხუნდაძე მდინარაძის განცხადებაზე: თუ შედეგი ვერ დადგება, ჩვენ ამ პროცესს განვაგრძობთ
ხუნდაძე მდინარაძის განცხადებაზე: თუ შედეგი ვერ დადგება, ჩვენ ამ პროცესს განვაგრძობთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა. ხუნდაძე გუნდის უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ წინადადებას გარკვეული პირობით დაეთანხმა.

„ჩვენ ვითხოვდით იმ სახიფათო ჩანაწერის გასწორებას, რომელიც არასტაბილური გარემოს შექმნას უწყობს ხელს. ეს ჩანაწერი ახალისებს დესტრუქციულ ძალას, რომელიც ქუჩას არ ტოვებს და მუდმივად ცდილობს, დაძაბულობაში ამყოფოს ქვეყანა და საზოგადოება. ამ ნაწილში კომპრომისული წინადადება არის შემოთავაზებული, რაც ჩვენთვის მისაღებია. თუ ეს შეთანხმება სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მიიღწევა და შედეგი ვერ დადგება, ჩვენ ამ პროცესს განვაგრძობთ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი ინიციატორია. 

როგორც ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე, უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მაჟორიტარი დეპუტატები უკან გაიწვევენ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების ინიციატივასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი კი 2020 წლის არჩევნებამდე საკონსტიტუციო ცვლილებას მიიღებს, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system