თავში

გიგი წერეთელი: ახლა გადამწყვეტი შეთანხმების დროულად შესრულებაა

გიგი წერეთელი: ახლა გადამწყვეტი შეთანხმების დროულად შესრულებაა
გიგი წერეთელი: ახლა გადამწყვეტი შეთანხმების დროულად შესრულებაა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გიგი წერეთლის განცხადებით,ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნისთვის და პოლიტიკური პროცებისთვის განსაკუითრებით წინასაარჩევნო პერიოდში. მონაწილე მხარეების კონსტრუქციულობა აღსანიშნავია და განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით იმ ელჩებს და დიპლომატებს ვინც მედიაციას უწევდა აღნიშნულ შეხვედრებს.

,,ამერიკის ელჩის აქტივობამ და ევროპელი კოლეგების ეფექტურმა მედიაციამ ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანი შედეგი მოგვცა. თუმცა, ახლა დგება კიდე უფრო სერიოზული ეტაპი, როდესაც ამ შეთანხმების პუნქტები უნდა შესრულდეს. საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი უცხოელი პარტნიორები ვინც აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში და მძაფრად კრიტიკულები იყვნენ ხელისუფლების ხისტი პოზიციის და ქმედებების მიმართ ასევე ყურადღებით დააკვირდებიან შეთანხმების პირობების შესრულებას", - განაცხადა გიგი წერეთელმა. 

მისივე თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების რეალიზაციით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მხოლოდ სამართლიანი წინაპირობები იქმნება.

,,ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თუ როგორ ჩატარდება საარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე, რამდენად იქნება დაცული პროცესი ტრადიციული ადმინისტრაციული ჩარევებისაგან, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და მოსყიდვისაგან და სხვა არაკანონიერი მოქმედებებისაგან, რისი მკაფიო რეკომენდაციებიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისებს და პირველ რიგში ეუთო-ს გამოთქმული აქვს. საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციები გაუწევენ მონიტორინგს და შესაბამისი შეფასებებიც გაკეთდდება. საქართველოს მომავლისთვის, მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ამ შეფასებებს გადამწყვეტი როლი ექნება.“ - აცხადებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, 8 მარტს გამართულ შეხვედრაზე, ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე და ერთპროცენტიან ბარიერზე შეთანხმდა. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია მთავრობის ერთპარტიულ დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system