თავში

სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

”თქვენო აღმატებულებავ,

საქართველოს ხალხის სახელით და ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ აზერბაიჯანის ეროვნულ დღესასწაულს - რესპუბლიკის დღეს.

ქართველმა და აზერბაიჯანელმა ხალხებმა მრავალი სირთულე განიცადეს თავიანთი სახელმწიფოებრიობის აღსადგენად, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყნები მაყად განაგრძობენ ძლიერი და თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობას.

გამოვთქვამ მზადყოფნას, ხელი შევუწყო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული კავშირებისა და პარტნიორობის განმტკიცებას. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში შევხვდები და ერთად განვსაზღვრავთ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გზებს.

ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენს მიმართ, ვუსურვებ მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობას, სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, ” - ნათქვამია წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system