თავში

ეუთო ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ეუთო ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ
ეუთო ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული 97-ე შეხვედრის შესახებ  ეუთო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

"მხარეებმა განიხილეს რამდენიმე საკითხი, რომელიც სტაბილიზაციას და ნორმალიზციას უკავშირედება, მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ „ბორდერიზაციის“ პროცესები, უსაფრთხოების მხრივ შექმნილი სიტუაცია ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიასა და სხვა ლოკაციებზე, ასევე გადაადგილების თავისუფლების მნიშვნელობა და იქ მცხოვრები მოქალაქეების საარსებო წყაროები. აგრეთვე, განხილული იყო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადასასვლელების დახურვისა და პანდემიის შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო პერიოდში მომხდარ დაკავებებს. 

შეხვედრის თანაფასილიტატორები მიესალმნენ მონაწილეების მზადყოფნას, ჩაერთონ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში და რეგულარულად განხორციელდეს აზრთა გაცვლა. ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ მნიშვნელობას. თანაფასილიტატორებმა აღნიშნეს ლოკალურ დასახლებებში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების დაცვისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის მნიშვნელობა.

მონაწილეები შეხვედრის შემდეგი რაუნდის 20 ნოემბერს გამართვის შესახებ შეთანხმდნენ" - ნათქვამია ეუთო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system