თავში

ეუთო-ოდირის დასკვნა გასაჯაროვდა

​ეუთო-ოდირის დასკვნა გასაჯაროვდა
ეუთო-ოდირის დასკვნა გასაჯაროვდა

ეუთო-ოდირის დასკვნაში, სადაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელია განხილული, ნათქვამია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა შესაძლებელია განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რასაც ხმათა უბრალო უმრავლესობა სჭირდება.

ეუთო-ოდირის დასკვნის მიხედვით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი შეთავაზება შეესაბამება "უნივერსალური, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის, ასევე პერიოდული არჩევნების პრინციპებს".

გარდა ამისა, ოდირი იძლევა ექვს ტექნიკურ რეკომენდაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება წარდგენილი შეთავაზების გაუმჯობესება. რეკომენდაციებში საუბარია ბიულეტენში არჩევანის მონიშვნის წესზე, ცესკო-ს მიერ საბოლოო შედეგების შეჯამების ვადაზე,მრავალმანდატიან ოლქებს შორის მანდატების თანაბრად განაწილებაზე და ა.შ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system