თავში

ეუთო-ოდირმა 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა

ეუთო-ოდირმა 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებირიში გამოაქვეყნა
ეუთო-ოდირმა 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით  საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. 

"ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ გავრცელებული ბრალდებები, ასევე მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდომას ამცირებდა", - ნათქვამია ანგარიშში. 

აქვე აღნიშნულია, რომ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, არჩევნების ტექნიკური ასპექტები ეფექტურად იმართებოდა. 

"წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზოგადმა სისტემამ, მათ შორის ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესებულმა მაღალმა ზღვრებმა, მცირე და ახალი პარტიები არათანაბარ პირობებში ჩააყენა", - ნათქვამია ანგარიშში. 

ეუთო-ოდირი განმარტავს, რომ მედია უაღრესად პოლარიზებული იყო, ანალიტიკური ჟურნალისტიკა და პოლიტიკიდან გამომდინარე დისკუსია ნაკლებად ფიქსირდებოდა, რაც ხელს უშლიდა ამომრჩევლების მიერ სრულად ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system