თავში

ეუთო-ოდირმა საქართველოს ხელისუფლებას 8 რეკომენდაციით მიმართა

ეუთო-ოდირმა საქართველოს ხელისუფლებას 8 რეკომენდაციით მიმართა
ეუთო-ოდირმა საქართველოს ხელისუფლებას 8 რეკომენდაციით მიმართა

ეუთო-ოდირმა საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართა, რომელიც მომავალ საარჩევნო პროცესებზე მათი აზრით გათვალისწინებული უნდა იყოს. 

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის 8 რეკომენდაცია ასე გამოიყურება: 

- უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა, იმისთვის რომ ის კიდევ უფრო მეტად იყოს შესაბამისობაში ეუთო-ს ვალდებულებებთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკებთან მომდევნო საარჩევნო პერიოდამდე.

- შესაძლებელია საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის გადახედვა მისი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გასაზრდელად. 

- შესაძლებელია დანიშვნის ფორმულის გადახედვა უფრო მეტად დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად და ერთი პოლიტიკური პარტიის ფაქტობრივი დომინანტობის აღსაკვეთად;

- ცენტრალურმა და საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა განიხილონ ყველა არსებითი საკითხი კოლეგიურად და საჯარო სხდომებზე;

- შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გადადგან სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები ამომრჩეველთა და საარჩევნო შტაბის თანამშრომლების დაშინების შესახებ ბრალდებების შესაბამისად გამოძიების მიზნით;

- უნდა გადაიხედოს საარჩევნო დავების დარეგულირების ჩარჩო, რათა გამარტივდეს პროცესი და სამართლებრივად დარეგულირდეს. ამის მიზანია, რომ მოქალაქეებმა, რომელთა საარჩევნო უფლებები ირღვევა, შეძლონ საჩივრის შეტანა სამართლებრივი დაცვისთვის;

- იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს საარჩევნო დავის მოგვარებისადმი გამჭვირვალეობა და ნდობა, ყველა საარჩევნო დავა კომისიამ უნდა განიხილოს კოლეგიურად და ღია სხდომებზე. საარჩევნო კოდექსში უნდა განისაზღვროს შედეგების ხელახალი გადათვლისა და გაუქმებისთვის მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმები. 

- უნდა გადაიხედოს უფასო საეთერო დროის დათმობისა და რეკლამისთვის თანხების გამოყოფის არსებული სისტემა რათა ყველა კონკურენტი უზრუნველყოფილი იყოს კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system