თავში

ეუთო-ს გენერალური მდივანი თბილისშია

ეუთო-ს გენერალური მდივანი თბილისშია
ეუთო-ს გენერალური მდივანი თბილისშია

ეუთო-ს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი თბილისშია. საქართველოში ვიზიტის შესახებ შმიდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, მოუთმენლად ელოდება ოფიციალურ პირებთან, პარლამენტარებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას. 

„ახლახან ჩამოვედი თბილისში. მოუთმენლად ველი ოფიციალურ პირებთან, პარლამენტარებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას და საკუთარი თვალით მსურს, ვნახო კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა. ეუთო განაგრძობს მსგავსი ძალისხმევის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში“, – აცხადებს ჰელგა მარია შმიდი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system