
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 28-კაციანი სადამკვირვებლო ჯგუფი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება, - ამის შესახებ ასამბლეის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი ალბანელი პარლამენტარი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მეორე მომხსენებელი ელონა ჯებრეა ჰოჯა იქნება.
ხოლო ეუთო-ს დელეგაციას საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხებში პია კაუმა უხელმძღვანელებს.
საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.