თავში

,,ევროპული საქართველო" განცხადებას ავრცელებს

,,ევროპული საქართველო" განცხადებას ავრცელებს
,,ევროპული საქართველო განცხადებას ავრცელებს

,,ევროპული საქართველო" რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლება სრულიად უკანონო და ანტიკონსტიტუციური გზით ებრძვის საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ნამოხვანი ჰესის აშენებას აპროტესტებენ. 

,,ეს საკითხი გასცდა რიონის ხეობაში დიდი ჰიდროელექტროსადგურის აშენების მიზანშეწონილობას და ახლა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას უფრო ეხება. როგორიც არ უნდა იყოს პროტესტის შინაარსი, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითააა გარანატირებული. ამ ადამიანებს აქვთ უფლება გააპროტესტონ ის რაც არ მოსწონთ და დაიცვან ის რაც მათთვის ძვირფასია.

ჩვენი პარტიის პოზიცია ამ პროტესტის მონაწილეთა ნაწილის ქსენოფობიურ მოწოდებებთან დაკავშირებით ცნობილია - ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი მითითება ინვესტორის ეთნიკურ წარმოშობაზე და პარალელის გავლება პუტინის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან. ამავე დროს, პროტესტის მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ არაა ქსენოფობიური შეხედულებების მატარებელი და ყველა შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა ძალადობის მყისიერი საფრთხის დადგომამდე, ნებისმიერი აზრის გამოხატვის უფლებას იცავს.

უპასუხისმგებლო, სულელი და საშიში პროვოკაციებისკენ მიდრეკილი ივანიშვილის რეჟიმი ამ ანტიკონსტიტუციური ქმედებებით, ექსტრემისტული, შავრაზმული განწყობების გაძლიერებას უწყობს ხელს", - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system