თავში

ევროკავშირი აფასებს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის როლს - ენრიკე მორა

ევროკავშირი აფასებს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი
ევროკავშირი აფასებს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის როლს - ენრიკე მორა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ენრიკე მორა ქართველ დიპლომატებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში კიდევ ერთხელ შეხვდა. მან მადლიერება გამოხატა თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს აქტიური ჩართულობისთვის და განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა, გააგრძელოს თავისი როლის შესრულება საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საქმეში.

ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს როლი ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების კუთხით. 

შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ესწრებოდნენ. 

ევროკავშირი, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას ძალისხმევაში, რათა მიღწეული იქნას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა. ევროკავშირი ასევე აფასებს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის როლს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის თვალსაზრისით. ევროკავშირის ნათელი ინტერესია, რომ საქართველო იყოს უსაფრთხო, სტაბილური და წარმატებული ქვეყანა. ჩვენი სურვილია, აქტიური წვლილი შევიტანოთ რეგიონში არსებულ ყველა კონფლიქტთან მიმართებით მდგრადი და ყოვლისმომცველი გადაწყვეტილების მოძებნის პროცესში", - განაცხადა ენრიკე მორამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system