თავში

ევროკავშირი მოითხოვს ზაზა გახელაძის მყისიერ გათავისუფლებას - კარლ ჰარცელი

ევროკავშირი მოითხოვს ზაზა გახელაძის მყისიერ გათავისუფლებას - კარლ ჰარცელი
ევროკავშირი მოითხოვს ზაზა გახელაძის მყისიერ გათავისუფლებას - კარლ ჰარცელი

ევროკავშირი მოითხოვს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებაშია ნათქვამი.

ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ასევე ახსენებს მისი პასუხისმგებლობის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვრას მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

„დღეს საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ბ-ნ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა თორმეტი წლით და ექვსი თვით გააგრძელა.

ევროკავშირი მოითხოვს ბ-ნ გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

2020 წლის 11 ივლისს მისი უკანონო დაკავების შემდეგ, ევროკავშირი მის მყისიერ გათავისუფლებას დაჟინებით მოითხოვს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.

ამ კონტექსტში, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ასევე ახსენებს მისი პასუხისმგებლობის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვრას მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გააგრძელებს ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების მოგვარებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში“, - ნათქვამია კალრ ჰარცელის განხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგელობა ავრცელებს.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system