თავში

ევროკავშირი საქართველოს დონორია და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება - შარლ მიშელი

ევროკავშირი საქართველოს დონორია და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება - შარლ მიშელი
ევროკავშირი საქართველოს დონორია და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება - შარლ მიშელი

სრულ მზაობას გამოვხატავთ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებულია საერთო ინტერესებზე, რომელიც აისახება პრაქტიკული ნაბიჯებით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მიშელის თქმით, ევროკავშირი საქართველოს დონორია და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. 

„ევროკავშირი გახლავთ საქართველოს დონორი, ორასზე მეტი მიმდინარე პროექტი არსებობს, რომლის ბიუჯეტი ხუთას მილიარდ ევროზე მეტი გახლავთ, ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ განვითარებაზე, სოფლის მეურნეობაზე, განათლებაზე, ინფრასტრუქტურაზე. ეს არის სფეროები, რომელშიც ევროკავშირი ინვესტირებას ახდენს. საუბარია 1,8 მილიარდ ევროზე, რომელიც მიძღვნილია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ასევე მწვანე ენერგიისთვის და ჩვენი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, რასაკვირველია, მას შემდეგ, რაც ვიხილავთ ზემოაღნიშნული რეფორმების გაძლიერებას და გაღრმავებას. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რთული რეგიონული სიტუაციის ფონზე“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system