თავში

ევროკავშირის ელჩი: თავდაცვის სფეროში გვყავს ძლიერი პარტნიორი საქართველოს სახით

ევროკავშირის ელჩი: თავდაცვის სფეროში გვყავს ძლიერი პარტნიორი საქართველოს სახით
ევროკავშირის ელჩი: თავდაცვის სფეროში გვყავს ძლიერი პარტნიორი საქართველოს სახით

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირს საქართველოს სახით თავდაცვის სფეროში ძლიერი პარტნიორი ჰყავს. აღნიშნული კომენტარი, მან პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. 

"არ ვიცი ამ განცხადებაში ზუსტად რა იგულისხმა, თუმცა განათლების ნაწილში ვეთანხმები, მგონია, რომ განათლება ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ცენტრალურ აფრიკასა და მალიში ისინი მისიებში მონაწილეობდნენ, რის გამოც ძალიან მადლიერები ვართ, იგივე შეიძლება ითქვას NATO-ზეც. ქართველი სამხედროები ავღანეთში ძალიან ეფექტურად მუშაობენ, ასე რომ თავდაცვის სფეროში გვყავს ძლიერი პარტნიორი საქართველოს სახით," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

ცოტა ხნის წინ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის განცხადება დამახინჯდა და არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system