თავში

ევროკავშირის მისია განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის მისია განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის მისია განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით შემდეგ განცხადებას აქვეყნებს.

"ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ. ყველა აქტორი, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში," - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის ელჩს ივანიშვილი აფინანსებს. მან მოუწოდა გერმანიის მთავრობას, გაიწვიოს საქართველოდან ელჩი.

შალვა ნათელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა თავად ჰუბერ ქნირშიც. გერმანიის ელჩის თქმით ის გაკვირვებულია იმ კომენტარებით, რაც მასთან დაკავშირებით გაკეთდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system