თავში

ევროკავშირის საგარეო სამსახური გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება

ევროკავშირის საგარეო სამსახური გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება
ევროკავშირის საგარეო სამსახური გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება

ევროკავშირის საგარეო სამსახური გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება.  როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი დეტალურად ეცნობა უზენაესი სასამართლოს მიერ ოპოზიციის ლიდერის, საქმეზე ახლახანს მიღებულ გადაწყვეტილებას.

„გარემოებები, რომლებიც თან ახლავს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ უწყობს ხელს წინსვლას პოლიტიკური დიალოგის პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტის, სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა ის აუცილებელი ვალდებულებებია, რომლებიც საქართველოს ეკისრება ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში. ევროკავშირი გააგრძელებს დაკვირვებას საქართველოში მიმდინარე ყველა იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია“, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system