თავში

ევროკავშირის საელჩოში პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს

ევროკავშირის საელჩოში პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს
ევროკავშირის საელჩოში პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს

ევროკავშირის ოფისში პოლიტიკური კონსულტაციები გრძელდება. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩის მოადგილე ჟულიან კრამპს ხვდებიან.

შეხვედრის მიზანი შარლ მიშელის დოკუმენტია.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოუწევს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კონსულტაციები მას შემდეგ განახლდა, რაც "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა, მიიჩნევს, რომ დოკუმენტი ცალმხრივად ანულირებული ვერ იქნება.

მათივე განცხადებით, დასავლელი პარტნიორები განიხილავენ იმ საკითხს, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს "ქართული ოცნება" 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.

დოკუმენტზე ხელმოწერის ან საბოლოო უარის საკითხი ამ დრომდე მსჯელობის საგანია "ნაციონალური მოძრაობაში".

ევროკავშირის წარმომადგენლობაში ჯერჯერობით არ გამოჩენილა "ქართული ოცნება".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system