თავში

ევროკომისარი: ევროკავშირი საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით დგას

ევროკომისარი: ევროკავშირი საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით დგას
ევროკომისარი: ევროკავშირი საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით დგას

ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კარგი საუბარი ჰქონდა.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს კარგი საუბარი მქონდა მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარების შესახებ. საუბრისას ხაზი გავუსვი პარტიებს შორის დიალოგის მნიშვნელობას და ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ევროკავშირი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას და დახმარებას უზრუნველყოფს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით. მეტი ურთიერთკავშირი ჩვენი საერთო პრიორიტეტია”, - აღნიშნავს ევროკომისარი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system