თავში

ევროპარლამენტარი: რუსეთმა უნდა შეცვალოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება

ევროპარლამენტარი: რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება
ევროპარლამენტარი: რუსეთმა უნდა შეცვალოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება

"როგორც არაერთხელ განაცხადა ევროპარლამენტმა, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და შეცვალოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა განაცხადა. 

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ისტორიულია სახელმწიფოთაშორის საქმეზე.

"ეს განაჩენი ხაზს უსვამს ორ მნიშვნელოვან ელემენტს. პირველი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს მუდმივ და ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 12 აგვისტოდან. მეორე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ომის დროს და მის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალრიცხოვან და უხეშ დარღვევას, ოკუპირებულ რეგიონებში ომის დანაშაულების და ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვევების გამოუძიებლობას მის მიერ, ასევე რუსეთის უარს, მიეცა შესაძლებლობა ეთნიკური ქართველებისთვის, დაბრუნებოდნენ თავიან საცხოვრებელს", - ნათქვამია კალიურანდის განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system