თავში

ევროპარლამენტი და ახლო აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტები თბილისში

ევროპარლამენტი და ახლო აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტები თბილისში
ევროპარლამენტი და ახლო აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტები თბილისში

თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიას - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ მასპინძლობს. საპარლამენტო ასამბლეა დიალოგისა და სამომავლო გეგმების გაზიარების პლატფორმაა, რომელშიც მონაწილეობას როგორ ევროპარლამენტის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტარები იღებენ. მხარეები განიხილავენ ენერგოუსაფრთხოების, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის პოტენციალს.

ასამბლეაზე იმსჯელებენ, როგორც ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, ისე სოციალურ-პოლიტიკურ და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. ამ მიმართულებით რამდენიმე რეზოლუციასაც მიიღებენ.

დღევანდელი სესიის ფარგლებში ოთხი საკომიტეტო შეხვედრა გაიმართება.

ასამბლეა თბილისში მუშაობას 10 დეკემბერს, ასამბლეის ვიცეპრეზიდენტების - ანდრიუს კუბილიუსისა და ივან კრულკოს ერთობლივი პრესკონფერენციით დაასრულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system