თავში

ევროპარლამენტარები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ
ევროპარლამენტარები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარები საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.

,,ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას გვერდით გადადონ თავიანთი პარტიზანული ინტერესები საქართველოს მომავლისთვის, იმუშაონ კონსტრუქციულად კრიზისის გადასაჭრელად კომპრომისისა და შერიგების გზით და თავი შეიკავონ უკვე მწვავე პოლიტიკური კლიმატის გაღვივებისგან. ქვეყნის საპარლამენტო დემოკრატიის სტაბილურობა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები ყველაფრის ფასად უნდა შენარჩუნდეს.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის მედიაციის მცდელობებს, რომელიც ჩატარდა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ.

ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად, რაც ჯერ კიდევ შესაძლებელია და საქართველოს მოქალაქეები და მათი საჭიროებები დებატების წინა პლანზე დააყენონ. 

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეასრულებს თავის პასუხისმგებლობას და გამონახავს გამოსავალს არსებული კრიზისიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system