თავში

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმ შეხვედრა გამართა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ჟიგიმანტას პავილიონსთან შეხვედრა გამართა. 

მხარეებმა საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მათ იმ მხარდაჭერაზეც ისაუბრეს, რასაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ახორციელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. 

მაკა ბოჭორიშვილი სტუმარს საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჰქონდეთ ობიექტური სურათის დანახვის და შეფასების შესაძლებლობები იმ პროცესების მიმართ, რაც საქართველოში მიმდინარეობს. ისინი მხარს უჭერენ, რომ საქართველოში იყოს ის პოლიტიკური გარემო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system