თავში

"ევროპელი სოციალისტები" ბათუმის ინციდენტს გმობს

"ევროპელი სოციალისტები" ბათუმის ინციდენტს გმობს
ევროპელი სოციალისტები ბათუმის ინციდენტს გმობს

პარტია ”ევროპული სოციალისტები“ ბათუმში გუშინ მომხდარ ინციდენტს გმობს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის, რაც მოხდა, არის უხამსი, მიუღებელი ფაქტი, რომელიც აბსოლუტურად სცილდება ყოველგვარ ზნეობრივ და მორალურ ქმედებას.

“ეს არის ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვის სამარცხვინო ფაქტი“ – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ევროპელი სოციალისტები“ თვლიან, რომ ბათუმში მომხდარი ინციდენტი საჭიროებს მკაცრ რეაგირებას შესაბამის უწყებების მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი ფაქტების უგულებელყოფა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

“აუცილებელია, მოხდეს მკაცრი რეაგირება ბათუმში მომხდარ ინციდენტთან მიმართებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი უგულებელყოფა ქვეყანას უმძიმეს შედეგს მოუტანს. “ევროპელი სოციალისტების“ უმთავრესი მიზანია, ავაშენოთ დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა არის უზენაესი და ვერც ერთი დემოკრატიული ძალა ვერ შეეგუება ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ფაქტების წახალისებას “, - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: რადიო თავისუფლება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system