თავში

ევროპის საბჭოს დედაქალაქებს საქართველოს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს გააცნობენ

ევროპის საბჭოს დედაქალაქებს საქართველოს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებ
ევროპის საბჭოს დედაქალაქებს საქართველოს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს გააცნობენ

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესახებ, საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები გაიმართება. ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში საინფორმაციო სახის შეხვედრებს საქართველოს საელჩოები გამართავენ.  

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მსჯელობის საგანი, საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების ეფექტიანი აღსრულებაა. მინისტრის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ღონისძიებები საქართველოს საელჩოების ორგანიზებით გაიმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდინარე სამუშაო წლის შეფასებასთან ერთად, ამბასადორიალის ერთ-ერთი მთავარი თემა, ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობაც გახლდათ. “ელჩების კონფერენცია 2019: საქართველო ევროპის საბჭოს ქვეყანა",  2019 წლის 17 დეკემბერს გაიხსნა და 20 დეკემბერს მინისტრის შემაჯამებელი ბრიფინგით დაიხურა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system