თავში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ვიცე-პრეზიდენტად ირაკლი კობახიძე მეორე ვადით აირჩია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ვიცე-პრეზიდენტად ირაკლი კობახიძე მეორე ვადით აირჩია
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ვიცე-პრეზიდენტად ირაკლი კობახიძე მეორე ვადით აირჩია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით ირაკლი კობახიძე აირჩია. ვიცე- პრეზიდენტის რანგში პირველი შეხვედრა კობახიძემ ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დაემსთან გამართა. 

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, საუბარი საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობას შეეხო. განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები. 

"ვიცე-პრეზიდენტის პოზიციიდან დაყენებულია ის ძალიან მნიშვნელოვანი და ძირითადი მიმართულებები, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტთან და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული. ეს თანაშრომლობა მნიშვნელოვანია იმ საერთო მონახაზის კონტექსტშიც, რომელიც ჩვენ მომავალი 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი და მიმდინარე საქმიანობის საფუძველზე მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქართველომ სრულფასოვანი განაცხადი გააკეთოს 2024 წელს,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ.

"დელეგაციის მხარდაჭერა ძალიან მაღალია ასამბლეის მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის კიდევ შესაძლებლობა, უკვე ბიუროს სახელით თუ ნებისმიერი სხვა ფორმატის გამოყენებით, ძალიან მაღალ დონეზე დავაყენოთ ყველა ის აქტუალური საკითხი, რომელიც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, გავაჟღეროთ და მოვიპოვოთ მხარდაჭერა,“ - განაცხადა კახა კუჭავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system